საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ სოციალური პროექტების განხორციელება დაიწყო და მარტყოფის ყოველთაწმიდათა მონასტრის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.
წიგნები გამოყენებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მონასტრის სტუმრებისთვის.
მონასტერში სტუმრობისას გადაწყდა, რომ ადვოკატთა ასოციაცია მონასტრისთვის შეაგროვებს წიგნებს და სხვა საჭირო ნივთებს.
მონასტერში მომავალი ვიზიტი იგეგმება სექტემბერში.
ვისაც სურვილი აქვს შეიტანოს საკუთარი წვლილი მონასტრის ბიბლიოთეკის გამდიდრებისთვის, გთხოვთ მიმართოთ ადვოკატთა ასოციაციის ბიბლიოთეკას.